ტრენინგის I-II დღე
ტრენინგი დავიწყეთ 29 აპრილს.საკმაოდ აქტიურად .ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი. რას ცმოიცავს ტრენინგ-მოდული.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
გავეცანით მასალებს-ელექტრონულ წიგნს,რომელშიც ნათლად არის აღწერილი,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ერთად პროექტებზე მუშაობა.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მეტად გაიაზრონ შესასწავლი მასალა ,სიღრმისეულად ჩაწვდნენ მას.
ჩემთვის საინტერესოა ეს საკითხი,რადგან დაწყებით საფეხურხე გვაქვს თემები,რომლებზეც ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტებს,თუმცა ასეთი ტანმიმდევრობით და ასე სიღრმისეულად გაწერილი გეგნით არ ვაკეთებდი.
მეორე დღე პირველზე მეტად დატვირთული იყო,რადგან უკვე ახსნილი მასალა პრაქტიკაში უნდა დაგვენერგა. შევქმენით ბლოგები,სადაც აიტვირთება ჩვენი მასალები.გავეცანით სრულად მოდულ1. და მოდულ 2. დავსახეთ გეგმები შემდეგი შეხვედრისათვის და მივიღეთ საშინაო დავალება .
Комментарии
Отправить комментарий