ტრენინგის V  დღე

დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო.გავეცანით მეტად მნიშვნელოვან საკითხს შეფასების სტრატეგიებს.რამდენად მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტის გათვალისწინება და სწორად შეფასება.როდესაც სწავლებას ამოძრავებს შეფასება, მოსწავლეები უფრო მეტს სწავლობენ, უფრო თავდაჯერებულები და თვითრეგულირებადი მსწავლელები ხდებიან. პროექტების შეფასება მასწავლებლებს ეხმარება, რომ შექმნან 21 საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები და მოიცავს სტრატეგიებს, რომლებიც შეფასებას სწავლების პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცევს, ასევე ეხმარება მოსწავლეებს, რომ საკითხი უფრო სიღრმისეულად გაიგონ, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები და გახდნენ თვითრეგულირებადი მსწავლელები.

მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები  >
ეს სტრატეგიები ახსნამდე გამოიყენეთ, რომ განსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. ეს სტრატეგიები დაგეხმარებათ მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად და დაეხმარებათ მათ, რომ დაუკავშირონ უკვე არსებული ცოდნა შესასწავლ საკითხს.

წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები  >
გამოყენეთ ეს სტრატეგიები, რომ შეაფასოთ მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, გამოხატავენ თუ არა ინტერპერსონალურ უნარებს, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.

პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები >
გამოიყენეთ ეს სტრატეგია, რომ დაეხმაროთ მოსწავლეებს პროექტის შესრულებაში. მოსწავლე უფრო კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს, თუ ამოცანის შესრულების პროცესში ამგვარი შეფასების მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება ხდება. ეს სტრატეგიები ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.

სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის  >
გამოიყენეთ ეს სტრატეგიები მოსწავლის გაგებისა და პროექტის განხორციელებისას წინსვლის შესამოწმებლად. მოსწავლეები ასევე იყენებენ ამ სტრატეგიებს საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.

გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები  >
გამოიყენეთ ეს სტრატეგიები პროექტის დასრულებისას მოსწავლეების გაგებისა და უნარების შესამოწმებლად. 

დავალებად მოგვეცა პროექტის პრეზენტაციის შექმნა.

Комментарии

  1. ია , შენ როგორც ყოველთვის იყავი აქტიური და საინტერესო .

    ОтветитьУдалить
  2. ია , შენ როგორც ყოველთვის იყავი აქტიური და საინტერესო .

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога